English | Follow us
ჩვენი გუნდი
დავით ჭკადუა – EPRC-ის საპატიო პრეზიდენტი
დავით ჭკადუა არის EPRC-ის (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის) ერთ–ერთი დაამაარსებელი და დირექტორი (2002-2006). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ასპირანტურის განყოფილება. არის ტოკიოს სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის მაგისტრი ეკონომიკური მოდელირების სპეციალობით. ამასთანავე, მიიღო ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მაგისტრის ხარისხი ფინანსისტის სპეციალობით. არის EPRC-ის საერთაშორისო კვლევითი პროექტების ორგანიზატორი. მიღებული აქვს კვლევითი გრანტები მსოფლიო ბანკიდან, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE) - საქართველოსათვის ეკონომიკის პროგნოზირების, CGE-ის მოდელის შექმნისათვის. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო ექსპერტი. მუშაობს ამსტერამში (ING) ბანკის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
ნინო ევგენიძე – აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ევგენიძე 2004 წლიდან შემოუერთდა EPRC–ის გუნდს. 2004 წლიდან იგი ხელმძღვანელობს EPRC–ის პროექტების წარმატებით მიმდინარეობას. აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში - ეკონომიკური რეფორმების ცენტრში მრჩევლად, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ამასთანავე, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიების მედია კოორდინატორი. 2013 წელს ნინომ დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამა. მსოფლიო ბანკის სტიპენდიით დაამთავრა გაერთიანებული ვენის ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის მართვის ფაკულტეტი. (ავსტრია, ვენა). მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდია (Chevening Fellow) და მიენიჭა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი (LSE). ნინო ფლობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტიდან. ამას გარდა, არის ჰოლანდიის მთავრობის სტიპენდიანტი (Nuffic Fellow) და მიიღო დიპლომი საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის სპეციალობით მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან. მას აქვს USAID-ის, OSGF–ის, SIDA–ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში ექსპერტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ირინა გურული –დირექტორის მოადგილე
ირინა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში 2011 წლიდან მუშაობს. მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, რაც მოიცავს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვას, კვლევით, მონიტორინგის, ტრენინგის და ადვოკატირების კუთხით მუშაობის გამოცდილებას. აკადემიური საქმიანობის კუთხით, 2015 წლიდან ირინა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი სტუდენტი და მიწვეული ლექტორი. ირინას დამთავრებული აქვს იონშოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა (შვედეთი), სადაც მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და ეკონომიკაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაციით. ირინა არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული.
ანდრო გიგაური - განვითარების დირექტორი
ანდრო გიგაური შემოუერთდა EPRC-ს 2018 წელს. ანდრო არის იურისტი. მან დაასრულა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის სამაგისტრო პროგრამა. ანდროს გამოცდილება მოიცავს საჯარო მმართველობისა და სამართალდამცავი ფუნქციის რეფორმას საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და ყირგიზეთში. 2010-2012 წლებში, იგი გახლდათ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. 2012 წელს, ანდრო დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე. მან ხელი შეუწყო ს.ს.ი.პ. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ჩამოყალიბებას. ცენტრის მიზანია დანაშაულის სტატისტიკისა და ვიქტიმიზაციის კვლევის შედეგების ანალიზი და დანაშაულის პრევენციის სფეროში მნიშნველოვანი კონტრიბუციის შეტანა.

ანდრომ მიიღო მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელმაც განავითარა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. პროგრამა წარმოადგენს პატიმრობის ალტერნატივას არასრულწლოვნებისთვის. დღეის მდგომარეობით პროგრამა 3,000-ზე მეტმა არასრულწლოვანმა დაასრულა, 4.5% დაფიქრისებული განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებლით. 2005-2008 წლებში, ანდრო მუშაობდა ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით. არსებული პროექტები ხელს უწყობდნენ ქართული საჯარო დაწესებულებების ადანიამური და ინსტიტუტციური რესურსების განვითარებას. ანდრო მონაწილეობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განვითარების პროექტის მართვის გუნდში. აღნიშნულმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა იუსტიციის სახლის ჩამოყალიბებას.

ამჟამად, ანდრო მონაწილეობს საგამოძიებო ორგანოს - უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს განვითარებაში. ანდრო ასწავლის ერთ წლიან კურსს - საჯარო პოლიტიკის ანალიზი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში. ის ასევე თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. ანდრო არის არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ინსტიტუტი განახორციელებს არასრულწლოვანთა ბულინგის პრევენციის პროგრამას და ხელს უწყობს არასრულწლოვანთა შორის ფინანსური წიგნიერების განვითარებას.
ლაშა დოლიძე - უფროსი მკვლევარი
ლაშა დოლიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს 2006 წელს შემოუერთდა. მას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. ლაშა იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის სოფლის მეურნეობის კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე. მუშაობდა პროექტის მენეჯერის თანაშემწედ CNFA საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ იყო დაფინანსებული. მანამდე, ის ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომპონენტს USAID-ის მიერ დაფინანსებული AgVantage პროექტში, სადაც ის პასუხისმგებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიის შემუშავებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროსათვის. ლაშა იყო ეკონომიკური რეფორმების ცენტრისა და სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის კაბინეტთან არსებული ინვესტიციების მოზიდვის საბჭოს მრჩეველი. ის ფლობს განვითარების ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს უილიამის კოლეჯიდან, აშშ.
თამარ ხორბალაძე - განათლების მიმართულების მენეჯერი
თამარი EPRC-ის გუნდს 2004 წელს შემოუერთდა. წლების განმავლობაში იგი იყო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი და ექსპერტი. დამთავრებული აქვს თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე შვედეთის მედიის უმაღლესი სკოლის (FOJO) გადამზადების კურსები; ვენის IMFის ინსტიტუტის კურსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ბიუჯეტირებაში; გავლილი აქვს როიტერის ტრენერების ტრენინგი; მიღებული აქვს მონაწილოება აშშ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამაში. 1995 წლიდან მუშაობდა გაზეთ "დრონში", "24საათში", საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალ "ტაბულაში", რადიო "მწვანე ტალღაში". იყო ეკონომიკური მიმომხილველი, ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემის წამყვანი. წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ჟურნალისტიკას. ასევე იყო UNDP-ის მიწვეული ტრენერი საზოგადოებრივი დამცველისა და მედია-პროგრამებში;  ამჟამად ასწავლის თსუ-ში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის თსუ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის "თსუ მეცნიერება" მთავარი რედაქტორი.
შოთა ღვინერია - უსაფრთხოების მიმართულების მენეჯერი
შოთა ღვინერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შეუერთდა 2017 წლის სექტემბრიდან. 2001 წლიდან მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. ბოლო პერიოდში ის მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე ის მუშაობდა უსაფრთოების პოლიტიკასთან და ნატო-ში ინტეგრაციასტან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე. წინა პერიოდში შოთა ასევე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლიად.

2010-2014 წლებში შოთა ღვინერია იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მას ასევე ეკავა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის და ნატო-ს სამმართველოს თანამდებობები. 2006-2008 წლებში შოთა მივლინებული იყო მრჩევლად ნატო-ში საქართველოს მისიაში.

2015 წელს შოთა ღვინერიას მიენიჭა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სტრატეგიულ სწავლებათა მაგისტრის ხარისხი. 2005 წელს ის გახდა მადრიდის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მანამდე, შოთამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მოიპოვა საჯარო მოხელის მაგისტრის წოდება.
გიორგი ბაქრაძე - უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში

გიორგი ბაქრაძე 2014 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს . EPRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა უფროს მრჩევლად ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტში. 2003-2007 წლებში და 2010 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2010 წლის მაისიდან იგი ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. არის უილიამის კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის მაგისტრი ეკონომიკის სპეციალობით (2003 წ.) გიორგი გახლავთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროგრამების კურსდამთავრებული 2007-2010 წლებში. მიღებული აქვს აგრეთვე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა ხარისხი (1996 წ.) და გახლავთ ცენტრალური ბანკის თანამშრომელთათვის გამართული არაერთი კურსის თუ სემინარის (Bank of England, Swiss National Bank, Joint Vienna Institute, IMF Institute, და ა.შ.) მონაწილე. გიორგის აქვს სამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება ხოლო 2012 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთანაც. ამავე დროს მას გააჩნია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილებაც, დაიწყო რა თავისი კარიერა ამ სფეროში თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტში (1997-2000 წწ). მისი ინტერესები ეკონომიკის ფარგლებსაც სცდება. იგი გახლავთ საქართველოს ტელევიზიის ინტელექტუალური შოუს წარმატებული მონაწილე და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზის მფლობელი.
ვახტანგ ბერიშვილი - ფინანსური მენეჯერი
ვახტანგი პროფესიით ფინანსების მენეჯერია. აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო ევრაზიის ფონდისა და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ფინანსური მენეჯერი. მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში პროექტის მენეჯერად. იგი ასევე მუშაობდა სხვადახვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში მენეჯერულ პოზიციებზე. ის სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ფინანსების მიმართულებით. ვახტანგი კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს ფლობს. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.
ნინი სიხარულიძე - უმცროსი მკვლევარი
ნინი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს (EPRC) 2018 წელს შემოუერთდა. ის სწავლობდა ბოკონის უნივესიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების კერძო უნივერსიტეტი მილანში. ნინის სტაჟირება აქვს გავლილი National Geographic ქართველოში სადაც დაკავებული იყო ადმინისტაციული და მთარგმენლობითი საქმიანობით.
ია შაოშვილი - ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
ია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა . მას საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის საფინანსო ორგანიზაციებში, კერძოდ: სს „პრივატ ბანკში“ და შპს მისო „ევრო კრედიტში“ ია 6 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო, საჯარო სექტორში, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობის პერიოდში ია ჩართული იყო საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავება-განხორციელების პროცესში. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში ია ორგანიზებას უწევს ოფისის გამართულ მუშაობას და ასრულებს ადმინისტრაციულ სამუშაოს, ასევე ჩართულია სხვადასხვა პროექტებში და კვლევებში.
ნიკოლოზ მიქელაძე - ბუღალტერი
ნიკოლოზი 2007 წლიდან EPRC-ის ფინანსური მენეჯერია. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნიკოლოზს მრავალწლიანი საფინანსო/საბუღალტრო გამოცდილება აქვს, იგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "ტაოს" მთავარ ბუღალტრად.