English | Follow us
თვითდასაქმება, მეწარმეობა და ინოვაციები კავკასიაში
23 მაისი, 2019

 
 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ფრაიბურგის უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია „თვითდასაქმება, მეწარმეობა და ინოვაციები კავკასიაში,“ რომელიც გაიმართა 23 მაისს სასტუმრო „რუმსში". ამ ერთდღიან კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს, გერმანიის და შვეიცარიის ინსტიტუტების კონსორციუმი იყო, მოხდა კავკასიაში მეწარმეობის მრავალფეროვნების კვლევის შეჯამება და გაიმართება მსჯელობა პოლიტიკის ინსტრუმენტებზე, რომლებითაც შესაძლებელია ამ მრავალფეროვანი ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა.  

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კვლევის ანგარიში „თვითდასაქმება და მეწარმეობა - საქართველოს და სომხეთის ემპირიული მონაცემები“. ანგარიშში გაანალიზებულია ორი კვლევითი პროექტის - „მეწარმეობის წარმოშობა და განვითარება საქართველოში“ და „მეწარმეობის წარმოშობა და განვითარება სომხეთში“ - შედეგები, რომლებიც ამ ორ პოსტსაბჭოთა ეკონომიკაში თვითდასაქმებული, მიკრო და მცირე ზომის მეწარმეების გამოკითხვების მონაცემებს ეყრდნობა.

     



< უკან