English | Follow us
საქართველოს რეგიონებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა
04 თებერვალი, 2019

28-31 იანვარს, 2019, საქართველოს 5 რეგიონში მათ შორის (სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, შიდა ქართლი და კახეთი), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრები ადვოკატირების თემაზე. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა გაიუმჯობესეს ადვოკატირების უნარ-ჩვევები და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაიღრმავეს ცოდნა ადვოკატირების მექანიზმებზე, დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართვის საშუალებებსა და ინიციატივის შემუშავების პროცესზე.

შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და აქტივობების გასაცნობად ეწვიეთ Facebook გვერდს: https://bit.ly/2UDkQ9i


     



< უკან