English | Follow us
ლიდერთა განვითარების აკადემია 2018
27 ოქტომბერი, 2018

სტენფორდის უნივერსიტეტში არსებული დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და EPRC-ს ერთობლივი ინიციატივით მოწყო ლიდერთა განვითარების აკადემია 2018 - Leadership Academy for Development – LAD, რომელიც 22-27 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. საქართველოში პროგრამის მხარდამჭრები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი.

ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში ხელმძღვანელობდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას.

კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 30 მონაწილემ პროგრამის ფარგლებში 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარა, სადაც ისინი დაეუფლნენ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

მონაწილეები გაეცნენ ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებებს. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი, რომელთა დახმარებითაც, მონაწილეები რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააანალიზეს გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგები, განიხილეს კონკრეტული მაგალითების ეფექტურობა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეს შესაბამისი დასკვნები.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ინგლისურ ენაზე: http://cddrl.fsi.stanford.edu/research/the_leadership_academy_for_development

     



< უკან