English | Follow us
ბლოგები
08 სექტემბერი, 2017

სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის თემა საქართველოში კვლავ ერთ-ერთი აქტუალური თემაა. გუშინ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენითგანიხილა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტი მორატორიუმის მოქმედების პერიოდში – ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.
ვრცლად >
06 სექტემბერი, 2017

უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, ლარი, დაახლოებით, 4%-ით გაუფასურდა. განსაკუთრებით კურსის ვარდნა ბოლო დღეებში ფიქსირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 სექტემბერს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2.4502 ლარია, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე 1 დოლარი 2.4900 ლარად იყიდება.
ვრცლად >
04 სექტემბერი, 2017

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალს შპს „ანაგი“ ააშენებს. კომპანიასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც მასშია აღნიშნული, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26.4 მლნ ლარია, მაშინ როცა, სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23.3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო „ანაგის“ მიერ, ტენდერის ფარგლებში, შეთავაზებული თანხა 22.43 მლნ ლარამდე იყო.
ვრცლად >
02 სექტემბერი, 2017

ტურისტულ ბიზნესსა და ტურისტების მზარდ ნაკადებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ მონაცემების გააზრება, თუ რამდენად მზადაა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტების ხარისხიანად მისაღებად. დღეს სასტუმროების ბიზნესში არსებულ სტატისტიკას მიმოვიხილავთ.
ვრცლად >
29 აგვისტო, 2017

უკანასკნელ წლებში სერიოზული განსჯის საგანია სახელმწიფოს შიდა ვალის მოცულობის მუდმივი ზრდა. ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივნისისთვის სახელმწიფოს შიდა ვალი 2.655 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 2.159 მლრდ სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა.
ვრცლად >
24 აგვისტო, 2017

ცოტა ხნის წინ, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში ისე მომრავლდებოდა, რომ მათი რეგულირება ავიაციის მარეგულირებელი სტრუქტურების მიერ გახდებოდა საჭირო. არადა, სიახლე გვამცნობს, რომ 2017 წლის 1 სექტემბრიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება.
ვრცლად >
22 აგვისტო, 2017

ევროკავშირთან ექსპორტი 7 თვეში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 33.6%-ით გაიზარდა. ამას გვამცნობს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა.
ვრცლად >
21 აგვისტო, 2017

მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა. ამის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ სოფლის მეურნეობის შესახებ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული. შესაბამისად, ხორცისა და ხორცის პროდუქტების მზარდი ფასები, რომელიც ფასების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებში ფიგურირებს, არა მოხმარების ზრდის, არამედ მიწოდების შემცირების ხარჯზეა მიღებული.
ვრცლად >
18 აგვისტო, 2017

დიდი სახელმწიფო პროექტების გამო კერძო საკუთრების ჩამორთმევის პრაქტიკას ხელისუფლება უკვე საკმაოდ აქტიურად იყენებს. გასულ თვეებში ცნობილი გახდა, რომ მესაკუთრეებმა საკუთარი ქონება დაკარგეს ანაკლიის პორტის მშენებლობის ტერიტორიაზე იმის გამო, რომ გაყიდვასა და ფასზე მორიგება ვერ მოხერხდა.
ვრცლად >
17 აგვისტო, 2017

ნარჩენებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ დადგენილ ჯარიმებს ორმაგი დატვირთვა აქვს - პირველ რიგში, ცხადია, ის გარემოს დაცვასა და შესაბამისი კულტურის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი, ამ ღონისძიებას, ისევე როგორც სხვა საჯარიმო სანქციებს, გარკვეული ფისკალური ეფექტი აქვს. გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჯარიმებისა და შესაბამისი კონტროლის ამოქმედების შედეგად, თბილისის ბიუჯეტმა საკმაოდ სოლიდური - ნახევარ მილიონ ლარზე მეტი - შემოსავალი მიიღო.
ვრცლად >
1
2 3 4 5
...
59
სიახლეები